Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 4 2. უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელება, თუ ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მითითებული არ არის, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროშია დაცული. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“. 3. ამ კანონით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარედგინოს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო მონიტორინგის განსახორციელებლად. |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 4 პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება/კატეგორიებად დაყოფა. 1. საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს. |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 4 4. უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის ან თანამდებობის პირისთვის უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდება ან მის მიერ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისგან ან თანამდებობის პირისგან ნებისმიერი ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღება, რომელიც ეხება პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, პოლიტიკას ან უცხო ქვეყნის ან პოლიტიკური პარტიის ურთიერთობებს, აგრეთვე უკავშირდება საქართველოს საგარეო ან საშინაო პოლიტიკას, თუ პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღების მოთხოვნას არ ერთვის ან წამძღვარებული არ აქვს თვალსაჩინო და ზუსტი განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ამ კანონის შესაბამისად დარეგისტრირებულია უცხოური პრინციპალის აგენტად. |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 4 5. თუ უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის წინაშე გამოდის, მან საქართველოს პარლამენტის კომიტეტს/დროებით საგამოძიებო კომისიას ან სხვა დროებით კომისიას უნდა წარუდგინოს თავისი უახლესი რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ პირმა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინა. ეს უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის ოქმში, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსვლის ნაწილი. |