FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  42

საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება.
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ინდივიდუალურად და ფასდება წარდგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული არსებითი ფაქტები, რომლებიც ეხება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობას, წარმოშობის ქვეყანას, სამგზავრო დოკუმენტებს, მგზავრობის მარშრუტს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველს და ამ საფუძველთან დაკავშირებით დედნის სახით წარდგენილ დოკუმენტაციას.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
    ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არსებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა, წარმოშობის ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ნორმები და მათი აღსრულების მეთოდები);
    ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და დოკუმენტაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა იგი წარსულში ან გახდება თუ არა მომავალში დევნის ან სერიოზული ზიანის მსხვერპლი;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  42

გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ინდივიდუალური მდგომარეობა და გარემოებები (მათ შორის, წარმომავლობა, სქესი და ასაკი), იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეიძლება იყოს დევნა ან სერიოზული ზიანი ის ქმედება, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ან შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი პირადი გარემოებების საფუძველზე;
    დ) იყო თუ არა წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ქმედებების ერთადერთი ან მთავარი მიზანი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის საფუძვლის შექმნა, იმის შესაფასებლად, შეუქმნის თუ არა მას ეს ქმედებები დევნის ან სერიოზული ზიანის საფრთხეს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში.
3. ის ფაქტი, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი წარსულში იდევნებოდა, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების პირდაპირი მუქარა, დევნის საფუძვლიანი შიშისთვის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი არ განმეორდება.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  42

4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დევნის საფუძვლიანი შიშის ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის შეფასებისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა დაეყრდნოს იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნა უშუალოდ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ ამ ქვეყნის დატოვებამდე ან მისი დატოვების შემდეგ.
5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული გარემოებები შესაბამისი დოკუმენტებით ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში:
    ა) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა;
    ბ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა;
    გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  42

დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მან არ მიუთითა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზი;
    ე) დადგინდა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა.