Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 11 სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ. უფლების მფლობელს სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენების (გამჟღავნების) უფლება აქვს: ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის დადგენის მიზნით სასამართლოში საქმის წარმოების დასაწყებად და საქმის წარმოებისას; ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ საქმეს აწარმოებენ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები, სადაც შეჩერებულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონელი; გ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებულ საქონელთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასაწყებად და გამოძიების მიმდინარეობისას; დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად; ე) საქონლის განადგურებაზე ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი თანხმობის მისაცემად; ვ) საქონლის მფლობელისათვის ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხაზე თანხმობის მისაცემად. |