Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 1 კანონის მიზნები. ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისათვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად; ბ) გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უარყოფითი გავლენისაგან; გ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; დ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას; ე) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის. |