Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 5 ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები. 1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია: ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. 2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო. 3. ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას. |