FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  203

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სააქციო საზოგადოებას მართავს საკუთარი პასუხისმგებლობით.
2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო თავისი ფუნქციების შესრულებისას ვალდებული არ არის შეასრულოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, საერთო კრების ან ცალკეული აქციონერების მითითებები. კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილებები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შეუთანხმოს.
3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია შეასრულოს საერთო კრებისა და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.
4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრების მოთხოვნით მოამზადოს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება.
5. ყველა საკითხი, რომლებიც კანონით ან წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, განეკუთვნება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციას.
მეწარმეთა შესახებ

article  203

6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრები სააქციო საზოგადოებას ერთობლივად ხელმძღვანელობენ. იგივე წესი მოქმედებს მართვის მონისტურ სისტემაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება 1 ხელმძღვანელ პირს აქვს გადაცემული.
7. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
8. წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს დებულებით შეიძლება ისე განისაზღვროს ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ხელმძღვანელი პირისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება.
9. მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა წინააღმდეგ მიმდინარე დავაში, იმ წევრის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დავა.