Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
შრომითი მიგრაციის შესახებ article 17 გარდამავალი დებულებები. 1. 2015 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა. 11. 2023 წლის 1 სექტემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 17 ა.ბ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 12. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ. |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 17 2. ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში. 21. 2026 წლის 1 მარტამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ან/და სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება. |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 17 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დროისათვის ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მათი ვადის ამოწურვამდე. 4. ამ კანონის შესაბამისად: ა) ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელსაც ეს ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს აღუსრულებელ ადმინისტრაციულ სახდელზე − ჯარიმაზე; გ) შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს იმ პირზე, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 17 ე) ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვალოს ის პირი, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ვ) შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. |