Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 31 თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი. 1. საერთაშორისო სასამართლოსთან სტატუტითა და ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე ხორციელდება თანამშრომლობა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია. 2. თუ საერთაშორისო სასამართლო, სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად, იხილავს საჩივარს მისი განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს თხოვნის შესრულება გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს წინასწარი ღონისძიებები. |