Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო შესყიდვების შესახებ article 7 მონეტარული ზღვრები. 1. მონეტარული ზღვარი არის დადგენილი წესით დაწესებული ფინანსური ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად გამოსაყენებელ საჯარო შესყიდვის პროცედურებს, ვადებსა და მოთხოვნებს. 2. მონეტარული ზღვრები დგინდება ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომელთა მიხედვითაც ეს ზღვრები აისახება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში. 3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 54-ე მუხლებით განსაზღვრული მონეტარული ზღვრები. 4. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა მონეტარული ზღვრების შესაბამისი საჯარო შესყიდვის პროცედურებისა და ვადების გამოყენებისა და კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებისთვის თავის ასარიდებლად. |