Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 1437 ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მინიმუმამდე დაყვანა. 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საგამოძიებო ორგანო ან პირი ვალდებული არიან, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეზღუდონ იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ. 2. სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. |