Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სურსათი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათი; ბ) ნარჩენი − ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი; გ) სურსათის ნარჩენები − სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის ქმედების შედეგად სურსათის მიწოდების ჯაჭვის გარკვეულ ეტაპზე დარჩენილი სურსათი, რომელიც ნარჩენად იქცევა; დ) სურსათის დანაკარგები − სურსათის რაოდენობის ან ხარისხის შემცირება, რაც გამოწვეულია სურსათის მიწოდების ჯაჭვში მიმწოდებლის გადაწყვეტილებითა და ქმედებით, გარდა საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის ბიზნესოპერატორის ან მომხმარებლის გადაწყვეტილებისა და ქმედებისა; ე) ჭარბი სურსათი − უვნებელი სურსათი, რომელიც სათანადო ზომების გამოყენების გარეშე ნარჩენად ან დანაკარგად იქცევა; ვ) სურსათის მიწოდების ჯაჭვი − სურსათის მიწოდების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ყველა ეტაპს მისი წარმოებიდან ბენეფიციარის მიერ მის მიღებამდე; ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილეობს; |
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 3 თ) სურსათის შეწირულება − სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისთვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა; ი) სურსათის გადანაწილება − სურსათის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ შეწირულების სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას; კ) სურსათის აღდგენა − პროცესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სურსათის ფიზიკურ დათვალიერებას, ორგანოლეპტიკურ შეფასებას, დახარისხებას, დაფასოებას და ნებისმიერ სხვა პროცედურას, რომლის განხორციელების შემდეგაც შესაძლებელია სურსათი გადანაწილდეს და დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული; ლ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა − ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზებული საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც გულისხმობს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებას; მ) სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობას; |
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 3 ნ) ბიზნესოპერატორი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი; ო) ბენეფიციარი − პირი, რომელიც იღებს შეწირულების სახით გადაცემულ სურსათს (საბოლოო მომხმარებელი); პ) სასურსათო უსაფრთხოება − უვნებელი და ყუათიანი სურსათის საკმარისი რაოდენობისა და საიმედო ხელმისაწვდომობის არსებობა; ჟ) სურსათის რეციკლირება − სურსათის ხელახალი გამოყენების მიზნით გადამუშავება; რ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |