FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სახელმწიფო პენსიის შესახებ

article  4

გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
სახელმწიფო პენსიის შესახებ

article  4

დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061);
    ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან;
    ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია;
    ზ) მინისტრი –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
    თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად;
    ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი;
    კ) კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
სახელმწიფო პენსიის შესახებ

article  4

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის კანონი №2483 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4376  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  № 5376  - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №149  - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №503  - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3079 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5467 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
სახელმწიფო პენსიის შესახებ

article  4

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა ;
    ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;