Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნოტარიატის შესახებ article 191 სანოტარო საქმიანობის ორგანიზება. 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთო ბიუროს შექმნა აგრეთვე შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით). ხელშეკრულება (პარტნიორთა შეთანხმება/წესდება) უნდა ითვალისწინებდეს ნოტარიუსის გადამწყვეტი ხმის უფლებას პარტნიორთა კრებაზე ან საზოგადოების სხვა ხელმძღვანელ ორგანოში სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორი ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ამ იურიდიულ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში მისი საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთი პარტნიორი ნოტარიუსის სახელს მაინც. |
ნოტარიატის შესახებ article 191 3. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად სამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებლებმა უნდა წარადგინონ მომსახურების გაუმჯობესების გეგმა და პარტნიორთა შორის დადებული ხელშეკრულების (პარტნიორთა შეთანხმების/წესდების) პროექტი. ამ მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს თანხმობა წარედგინება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. ნოტარიუსი არ შეიძლება იყოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირი. 5. ამ მუხლის შესაბამისად სანოტარო საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე ნოტარიუსის დამოუკიდებლობის გარანტიები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |