Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 11 თანაავტორობა. 1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. არც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება, აკრძალოს ნაწარმოების გამოყენება საამისოდ საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე. 3. თანაავტორთა შეთანხმებით ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი ფსევდონიმით. 4. ყოველ თანაავტორს აქვს უფლება, გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი ჩაითვლება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, თუ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშეც. |