Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 2 თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები. საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარებას; ბ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას; გ) თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას და თამბაქოს ნაწარმის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობას; დ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას; ვ) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს; ზ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებას; თ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას; ი) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას; კ) თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში საზოგადოების მონაწილეობას; ლ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას; მ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 2 ნ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ჩარევისაგან დაცვას, აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან სახელმწიფოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ურთიერთობას; ო) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტის, თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერების და თამბაქოს შეფუთვის კონტროლს; პ) თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ქმედებების საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის მიუხედავად, მათი სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შეუძლებლობას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში; ჟ) კანონით დაშვებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონის მიზნის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ამოცანებისა და პრინციპების შესრულებისთვის. |