Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 106 მიმწოდებლის შეცვლის წესები. 1. კომისია უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც საბოლოო მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს არსებული მიმწოდებელი მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. 2. მიმწოდებლის შეცვლის წესებს ამტკიცებს კომისია. მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის: ა) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას; ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ პირობებს; გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი; დ) იმ სისტემის ოპერატორის მოვალეობებს, რომლის ქსელთანაც მიერთებულია საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობა; ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან დაშვებასა და ამ სისტემებით სარგებლობასთან დაკავშირებით; ვ) საბოლოო მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესს. 3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. მიმწოდებლის შეცვლა ხდება საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 106 4. იმ მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები. აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება. 5. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესრულებას ზედამხედველობს კომისია. კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის შეცვლის წესები დაამტკიცოს მიწოდების წესების ნაწილის სახით. 6. დავის არსებობა ხელს არ უშლის მიწოდების ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას. |