FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მაუწყებლობის შესახებ

article  45

ლიცენზიის მოდიფიცირება.
1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
    ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
    ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში.
3. აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია.
მაუწყებლობის შესახებ

article  45

მუხლი 45-5. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით 1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი ახორციელებს.
2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი არ ახორციელებს.
3. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    ა) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია;
    ბ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის განთავსებისას გამოყენებული არ უნდა იყოს ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა;
    გ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია: გ.ა) არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას; გ.ბ) არ უნდა შეიცავდეს ან ახდენდეს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას; გ.გ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას; გ.დ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს;
    დ) სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა აკრძალულია;
    ე) ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მიმართული არ უნდა იყოს კონკრეტულად არასრულწლოვანებისკენ და მან არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება;
    ვ) აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა;
    ზ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა აყენებდეს არასრულწლოვანებს ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ ზიანს, იგი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდეს არასრულწლოვანებს, შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისოს ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლების ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდოს არასრულწლოვანები სახიფათო მდგომარეობაში.
მაუწყებლობის შესახებ

article  45

მუხლი 45-6. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა განახორციელოს და შეიმუშაოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები:
    ა) მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში;
    ბ) ისეთი ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეორგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლები შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ;
    გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებელმა შეატყობინოს ან მიანიშნოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს მასალის ამ კანონის დარღვევით განთავსების შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასოს ეს მასალა;
    დ) ისეთი ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი აუხსნის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მინიშნების შედეგებს;
    ე) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემების შექმნა ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;
    ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და ფუნქციონირება;
    ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.
მაუწყებლობის შესახებ

article  45

მუხლი 45-7. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა 1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების შესაბამისად, გაითვალისწინება მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები.
2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას აფასებს კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით.