Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 18 1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას; გ) სახელის ან გვარის შეცვლისას; დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე. 3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას. 4. პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება: ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) თუ დაინტერესებულმა პირმა შეცვალა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; გ) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები; |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 18 დ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას. |