Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 164 საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაცია. 1. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისთვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით ადგილებზე შექმნას დროებითი ორგანოები ან/და დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებები. 2. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან კომენდანტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც ამ კოდექსის ფარგლებში აწესრიგებს საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს. 3. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისთვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე უცხო ქვეყნებიდან. |