Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 451 სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა. 1. სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით. 2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად წერილობით აფრთხილებს დამრღვევს მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე და დარღვევის გამოსასწორებლად აძლევს არანაკლებ 30-დღიან ვადას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესები გამოიყენება მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე. |