Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 188 საქართველოში დაფუძნებული პირის მიერ უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა. 1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან (მეურნეობიდან) მიღებული სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მებაღეობის ან მეტყევეობის პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარეობს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის მეცხოველეობის პროდუქტი მიღებული უნდა იყოს საქართველოში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველისგან ან საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ცხოველისგან. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელსაც არ გაუვლია დამუშავება, გარდა ისეთი დამუშავებისა, რომელიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს საქონლის მიღებას ან წარმოებას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 188 5. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოსა და უცხო ქვეყნის საზღვარზე მდებარე ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეთევზის მიერ თევზჭერით ან მეთევზეობით მოპოვებული პროდუქტისა და ამ ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მონადირის მიერ ნადირობით მოპოვებული პროდუქტის მიმართ. |