Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 91 ნაწარმოების დეპონირება. 1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს , ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში “. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად /საავტორო უფლების მფლობელად , თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება . 2. ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებელმა უნდა დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა პირების საავტორო ან სხვა უფლებები. 3. „საქპატენტში“ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი. 4. თუ „საქპატენტში“ ნაწარმოებს წარადგენს ავტორის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს, განცხადებას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან საავტორო უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. „საქპატენტში“ ნაწარმოების წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. „საქპატენტის“ მიერ ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო თავად ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მოთხოვნით. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 91 7. ნაწარმოების დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური , რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184 |