Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 9 ბირჟის დაფუძნება. 1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული ბირჟა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარუდგენს დაფუძნების სარეგისტრაციო მონაცემებს. მონაცემების მიუწოდებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ბირჟის დაფუძნების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა: ა) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა (ორგანიზაციებისა), რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან; ბ) საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებისა; გ) სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებისა (საწარმოებისა); დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა; ე) ფიზიკური პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. |