Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 20 კომისიის შემადგენლობა. 1. კომისია შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრისგან. 2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. 3. კომისიის წევრი უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით და აკმაყოფილებდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით მის მიმართ დადგენილ ეთიკისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილი შესარჩევი კომისია. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 20 5. შესარჩევი კომისია იქმნება საქართველოს მთავრობის მიერ და შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 3 წევრისა უნდა იყოს დამოუკიდებელი, კერძოდ, არ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის პირს ან რეგულირებულ საწარმოში დასაქმებულ ან საწარმოს მართვის ორგანოებში დანიშნულ პირს. მათ შორის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლოა შედიოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ დანიშნული წარმომადგენლები. შესარჩევი კომისია იქმნება შესაძლო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაგეგმილ გასაუბრებამდე 14 დღით ადრე მაინც და მისი უფლებამოსილების ვადა არის 3 წელი. შესარჩევი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 20 6. კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის, კომისიისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდებზე. შესარჩევი კონკურსი საჯაროდ ცხადდება მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 თვით ადრე ან კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების თაობაზე საჯარო განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აუცილებელი კვალიფიკაციის შესახებ, განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების სიას, განაცხადის წარდგენის ვადას, სხვა აუცილებელ მოთხოვნებს და კონკურსის პროცედურულ წესებს, ან მითითებას იმ ელექტრონულ რესურსზე, სადაც ზემოაღნიშნული ინფორმაცია შეუზღუდავად არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. 7. კონკურსის საჯარო გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენას და შეთანხმების მიზნით მის წარდგენას საქართველოს მთავრობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი იღებს მონაწილეობას, შესარჩევმა კომისიამ შესაძლოა კონკურსის ვადა დამატებით 30 დღით გააგრძელოს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 20 8. კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატს საქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 9. საქართველოს მთავრობის მიერ კომისიის წევრობის კანდიდატის შეთანხმება და საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის წევრის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით კომისიის წევრისთვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებას. თუ საქართველოს მთავრობამ არ შეითანხმა კომისიის წევრობის კანდიდატი ან საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია კომისიის წევრი, შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ხელახლა, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 10. კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 20 11. კომისიის წევრი თავისუფლდება მხოლოდ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთანავე, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „გ-2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესითიღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო იმავე პუნქტის სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე. 12. კომისიის წევრს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. 13. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, კომისიის ახალი წევრი აირჩევა ამ მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, დარჩენილი ვადით, თუ დარჩენილი ვადა აღემატება 1 წელს, ხოლო სხვა შემთხვევაში − ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 20 14. კომისიის წევრს კომისიის წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება კომისიის წევრად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ამ პუნქტის მოქმედება კომისიის წევრის მიმართ არ გავრცელდება, თუ კომისიის შემადგენლობაში რჩება არანაკლებ 3 წევრი მაინც. 15. კომისიის წევრს უფლება არ აქვს, კომისიის წევრობის ვადის გასვლიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 1 წლის განმავლობაში რეგულირებულ საწარმოში დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა ან გახდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 16. კომისიის წევრს კომისიის წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში. 17. აკრძალულია კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის მიმართძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იწვევსკანონით დადგენილი წესით პასუხისმგებლობას. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №318 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. |