FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  21

პოლიტიკურად აქტიური პირი.
1. ამ კანონის მიზნებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი (გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა), მათ შორის:
    ა) სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი), მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი;
    ბ) საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი;
    გ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი;
    დ) უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება;
    ე) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი;
    ვ) ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი;
    ზ) ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;
    თ) თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი;
    ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი;
    კ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  21

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის სათანადო სისტემის საფუძველზე დაადგინოს, არის თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი.
3. თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია მის მიმართ განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
    ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა;
    ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;
    გ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემდეგ ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული განგრძობითი რისკების სამართავად.
5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განახორციელოს აგრეთვე შემდეგი პირების მიმართ:
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  21

ა) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე/პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და შვილის/გერის მეუღლე/პირი, რომელთანაც ის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას;
    ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს;
    გ) ფიზიკური პირი, რომელიც არის ფაქტობრივად (არაფორმალურად) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  21

6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენის შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
    ა) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ;
    ბ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი;
    გ) შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.