FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  26

შეთავაზების პირობები.
1. შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ პირობებს:
    ა) საწარმოს ვალდებულებების დაკმაყოფილების, შეცვლის, გადავადების ან სხვაგვარად მოწესრიგების გზები;
    ბ) იმ კრედიტორის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც მოვალესთან დაკავშირებული პირია;
    გ) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, შემოთავაზებულია თუ არა ახალი ფულადი სახსრების, კრედიტის ან/და გარანტიების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი პირობების აღწერილობით, მათ შორის, მოვალის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობით ან მის გარეშე;
    დ) დეტალური ინფორმაცია მოვალისთვის შეთავაზებული ახალი დაფინანსების წყაროებისა და ამ წყაროებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაკმაყოფილების გზების შესახებ;
    ე) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოზიდული ან/და განკუთვნილი თანხების განკარგვის გზები და მეთოდები კრედიტორებისთვის მათ განაწილებამდე;
    ვ) რეგულირებული შეთანხმების ვადის განმავლობაში მოვალის საქმიანობისა და ბიზნესის წარმართვის გზები; ზ)  იმ პირის მოთხოვნის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
    თ) რეგულირებული შეთანხმების ვადა და მისი გაგრძელების წესები.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  26

2. შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ შესაძლო უზრუნველყოფის გარანტიებს, რომლებსაც მოვალე კრედიტორებს სთავაზობს შეცილების განხორციელების რისკსა და ხარჯთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში გადავა.
3. შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც შემთავაზებელი საჭიროდ მიიჩნევს იმისთვის, რომ კრედიტორებმა შეძლონ შეთავაზებული რეგულირებული შეთანხმების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.