Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 42 სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 1. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს. 2. თუ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მხოლოდ ერთობლივად ახორციელებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წესდება ადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ერთპიროვნულ წარმომადგენლობას ან რამდენიმე პირის ერთობლივ წარმომადგენლობას ან უშვებს ასეთ შესაძლებლობას. მესამე პირთან ურთიერთობაში გამოიყენება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები. 3. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, სამეწარმეო საზოგადოებას აქვს ამ ხელშეკრულების შეცილების უფლება. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის სახელითაც მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი. 4. სამეწარმეო საზოგადოების წინაშე ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის საკმარისია ნების მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირის წინაშე გამოვლენა. |