Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 15 1. ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) მოქალაქეობა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) პირადი ხელმოწერა; კ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ლ) რელიეფური ბეჭედი; მ) მოწმობის გაცემის თარიღი; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი; პ) მოწმობის მოქმედების ვადა. 2. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობისა – 5 წლით. 3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისად ჰუმანიტარული სტატუსის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოქმედების ვადით. |