Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადვოკატთა შესახებ article 212 ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება. 1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ამ კანონის 21-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. 3. ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში. 4. პირს, რომელსაც ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ შეუძლია გახდეს ადვოკატი და აკმაყოფილებს მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, უფლება აქვს მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს გაწევრიანების თაობაზე. ასეთ პირს გაწევრიანებისთანავე შეუჩერდება წევრობა. 5. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. |