Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 11 8. გემის კაპიტანი უფლებამოსილია მეზღვაურს შეასრულებინოს დამატებითი სამუშაო, თუ ეს საჭიროა გემის, მგზავრების ან ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან განსაცდელში მყოფი სხვა გემის დასახმარებლად. 9. გემის კაპიტანი უფლებამოსილია შეაჩეროს გემის სამუშაო გრაფიკის მოქმედება გემზე შესაბამისი მდგომარეობის აღდგენამდე. 10. გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურმა, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებითი სამუშაო შეასრულა, სათანადოდ დაისვენოს. 11. მეზღვაურის სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 12. გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 11 მეზღვაურის დასვენების დრო. 1. 18 წელზე მეტი ასაკის მეზღვაურის მინიმალური დასვენების დრო 24-საათიან პერიოდში არ უნდა იყოს 10 საათზე ნაკლები, ხოლო 7-დღიან პერიოდში − 77 საათზე ნაკლები. 2. მეზღვაურის დასვენების დრო შეიძლება დაიყოს 2 ნაწილად. მათგან 1 ნაწილი უნდა იყოს არანაკლებ 6 საათისა. ამასთანავე, დასვენების პერიოდებს შორის უწყვეტი დრო 14 საათს არ უნდა აღემატებოდეს. 3. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, გემზე ჩასატარებელი სხვადასხვა წვრთნა ისე უნდა ჩატარდეს, რომ მეზღვაურის დასვენების პერიოდი მინიმალურად შეიზღუდოს. 4. გემზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გაკრული გემის ეკიპაჟის თითოეული წევრის გემზე მუშაობის გრაფიკი მისი რანგის მიხედვით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გრაფიკში ასახული უნდა იყოს: ა) გემზე და ნავსადგურში მუშაობის გრაფიკი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასვენების მინიმალური საათები. 6. მუშაობის გრაფიკი (დასვენების დროის მითითებით) გემის სამუშაო ენასა და ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი. 7. გემზე დასაქმებული მეზღვაურის დასვენების დრო აღრიცხული უნდა იყოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ფორმით. |