FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 14

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ზოგადი გამონაკლისები. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
    ა) შესყიდვაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია: ა.ა) ვალდებულია გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული შესყიდვის პროცედურები, რომლებიც: ა.ა.ა) საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ან/და უცხო ქვეყნის ეროვნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დაადგინა; ა.ა.ბ) განსაზღვრულია ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და სასესხო/დაფინანსების/თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და ასეთი ხელშეკრულების ტექსტის მისაღებად წარმართული შესაბამისი მოლაპარაკების დოკუმენტით (ოქმით, მემორანდუმით ან/და სხვა), თუ ამ ხელშეკრულების/დოკუმენტის (ოქმის, მემორანდუმის ან/და სხვა) მიზანია აღნიშნულიხელშეკრულებით/დოკუმენტით (ოქმით, მემორანდუმით ან/და სხვა) გათვალისწინებული პროექტის ერთობლივად განხორციელება მისი მხარეების მიერ; ა.ბ) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული შესყიდვის პროცედურები, რომლებიც ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა ორგანიზაციამ ან/და ინსტიტუტმა დაადგინა;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ა.გ) ასრულებს ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციასთან ან/და ინსტიტუტთან დადებული სასესხო/დაფინანსების/თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
    ბ) შესყიდვაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და უცხო ქვეყნის ეროვნული ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება და რომელსაც ეს ორგანიზაცია ან ინსტიტუტი სრულად აფინანსებს. თუ თანადაფინანსება გამოიყენება და შესყიდვის უმეტეს ნაწილს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაცია ან ინსტიტუტი აფინანსებს, მხარეები თავად თანხმდებიან შესყიდვის განხორციელებისას გამოსაყენებელ წესებზე;
    გ) უძრავი ნივთის შესყიდვაზე ან სარგებლობის უფლებით მიღებაზე;
    დ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაუწყებლის მიერ:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

დ.ა) ტელერადიოპროდუქციის, ვებგვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება, ვიდეოკლიპი, სპორტული ღონისძიება, სიტუაციური კომედია, დოკუმენტური ფილმი, საბავშვო გასართობი პროგრამა, დრამა) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, განვითარებაზე, წარმოებაზე ან თანაწარმოებაზე, აგრეთვე საეთერო დროსთან ან პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც მაუწყებელთან იდება; დ.ბ) სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისთვის საჭირო საქონლის/სამუშაოს/მომსახურების შესყიდვისა);
    ე) საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურებებზე;
    ვ) შემდეგ იურიდიულ მომსახურებებზე: ვ.ა) იურისტის/იურიდიული კომპანიის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვა: ვ.ა.ა) საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში საქართველოში ან უცხო ქვეყანაში, აგრეთვე საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ვ.ა.ბ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში; ვ.ბ) იურიდიული კონსულტაცია, თუ ის ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცესისთვის მომზადებას უკავშირდება, ან თუ არსებობს აშკარა ნიშანი და დიდი ალბათობა იმისა, რომ საკითხი, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ეხება, გახდება განხილვის საგანი იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ.გ) დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება და დადასტურება, აგრეთვე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; ვ.დ) სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლისა და მეურვის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება, რომლის მიზანია სასამართლოს ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით სპეციალური ამოცანების შესრულება; ვ.ე) საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სახის იურიდიული მომსახურება;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ზ) ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოცემასთან, რეგისტრაციასთან, გაყიდვასთან, შეძენასთან, გადაცემასა და სხვა ქმედებებთან დაკავშირებულ ფინანსურ, საბანკო, სარეიტინგო, საკონსულტაციო, საბროკერო მომსახურებებსა და მათთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებზე, აგრეთვე სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო სარეიტინგო მომსახურების შესყიდვასა და აღნიშნული მომსახურებების მიმწოდებლისთვის საკრედიტო სარეიტინგო მომსახურების თანამდევი ხარჯების ანაზღაურებაზე;
    თ) სესხზე, კრედიტზე, დეპოზიტსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ეს მომსახურება ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოცემას, გაყიდვას, შეძენას ან გადაცემას;
    ი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ: ი.ა) ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან, ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; ი.ბ) განხორციელებულ შესყიდვებზე, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვებისა;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ი.გ) განხორციელებულ, არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისთვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; ი.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის მომსახურების საჯარო შესყიდვაზე;
    კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებულ შემთხვევაში), აქტივების მმართველი კომპანიისა და საქართველოს საპენსიო ფონდის ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ლ) საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლით „საქონელი და მომსახურება“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მომსახურებისა და საჯარო დაწესებულების სტაჟიორის მომსახურების შესყიდვებზე;
    მ) მეტროთი და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებებზე;
    ნ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრისა და წყალმომარაგების შესყიდვაზე, აგრეთვე საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან დასადებ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე;
    ო) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა;
    პ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვაზე;
    ჟ) სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, გარდა იმ მომსახურებებისა, რომლებიც ექცევა 73000000-დან 73120000-ის ჩათვლით, 73300000, 73420000 და 73430000 CPV-ის კოდებში, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ჟ.ა) მიღებული სარგებელი ექსკლუზიურად ეკუთვნის შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც მას საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს; ჟ.ბ) მომსახურებას შემსყიდველი ორგანიზაცია სრულად აფინანსებს;
    რ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვაზე, გარდა იმავე კანონის საფუძველზე კონტრაქტორის შერჩევისა, რომელიც ხორციელდება საჯარო შესყიდვისთვის ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კონტრაქტორი შეირჩევა ამ კანონით დადგენილი საჯარო შესყიდვის წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე ამ კანონის 43-ე−48-ე მუხლებისა და IV, X და XIII თავების მოქმედება არ გავრცელდება;
    ს) იმ მომსახურების შესყიდვაზე, რომლის ღირებულებაც ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული;
    ტ) მივლინების დროს განსახორციელებელ შესყიდვაზე;
    უ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ფ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვებზე;
    ქ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, ერთიანი ლაბორატორიული სისტემისთვის განკუთვნილ, იმ საქონლისა და მომსახურების საჯარო შესყიდვებზე, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  9

ღ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ადგილობრივ/საერთაშორისო გაზეთში/გამოცემაში/ინტერნეტრესურსში გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომის ადგილობრივ/საერთაშორისო სამეცნიერო გაზეთში/გამოცემაში/ინტერნეტრესურსში გამოქვეყნებაზე;
    ყ) საზღვარგარეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, ტრენინგების ჩატარებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ შესყიდვებზე;
    შ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ შესყიდვებზე;