Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 35 ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება. 1. ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით. 3. ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით სახელმწიფომ განათლების ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით უნდა უზრუნველყოს: ა) ბავშვისთვის უფასო, ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად; ბ) ბავშვისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით; გ) განათლების სისტემის, საფეხურების, ფორმებისა და პროცედურების და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა; დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის სკოლაში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების პრევენციისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 35 ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) განათლების ყველა საფეხურზე ბავშვის მონაწილეობის უფლების რეალიზება როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მიღებისას. |