Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 2 კანონის მიზნები და ამოცანები. 1. ამ კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენცია, შემცირება და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება. 2. ეს კანონი უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის გადანაწილების ხელშეწყობისთვის სათანადო პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას. 3. ამ კანონის ამოცანებია: ა) ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება; ბ) ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის გადაცემის (მიწოდების) წახალისება და მათთვის უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ჭარბი სურსათის შეწირულების, გადანაწილებისა და გამოყენების ხელშეწყობა; დ) სურსათის ნარჩენებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და შეზღუდვა; ე) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისთვის სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ვ) უპირატესად სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; |
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 2 ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ. |