Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 10 ბირჟის წევრები. 1. ბირჟის წევრობა წარმოიშობა ბირჟის წესდებით დადგენილი წესით. 2. ბირჟის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სხვა სასაქონლო ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი; ბ) სხვა საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, თუ მისი ხელმძღვანელი (პასუხისმგებელი თანამდებობის პირი) არის ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი; გ) ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს ლიცენზია საბანკო ოპერაციათა განსახორციელებლად, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანია და ფონდი; დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ე) ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. 3. ბირჟის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს: ა) საბირჟო ვაჭრობაში; ბ) ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებათა მიღებაში, აგრეთვე ბირჟის მმართველობის სხვა ორგანოების საქმიანობაში ბირჟის წესდებათა და ბირჟაზე დადგენილი სხვა წესების შესაბამისად. 4. ბირჟის წევრობის გაუქმება, აგრეთვე წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა ან ნაწილობრივი დათმობა განისაზღვრება ბირჟის მიერ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. |
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 10 5. დაუშვებელია საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების დათმობა განთავსებული კაპიტალის წილზე მოწმობის (ტიტულის) გადაცემის ან მიყიდვის და ბირჟის მართვის უფლების გადაცემის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. ამ კანონის თანახმად ბირჟის წევრს უფლება აქვს საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობაზე თავისი უფლებამოსილება და ვალდებულება, დადგენილი წესით, იჯარით გადასცეს მხოლოდ ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. ხელშეკრულება ექვემდებარება ბირჟაზე რეგისტრაციას. საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის ქვეიჯარა (გადაცემული უფლების სხვისთვის გადაცემა) დაუშვებელია. 7. ბირჟის მიერ ბირჟის წევრად დამტკიცებაზე უარის თქმა, აგრეთვე მისი გადაწყვეტილება ბირჟის წევრის გარიცხვის ან წევრობის შეჩერების შესახებ ბირჟის წესდებით გაუთვალისწინებელი მიზეზით, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. |