Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 27 საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები. 1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს: ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას; ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას; გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს; დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს; ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს; ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს; ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს. 2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით. 3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით. |