FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  5

დოკუმენტები და ჩანაწერები. ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აგენტობის პერიოდში შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ის ფინანსური ანგარიში და სხვა ჩანაწერი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია პირისთვის უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის აღსასრულებლად დადგენილი რეგულაციებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის წესი. ამ რეგულაციების ძალაში შესვლამდე უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აწარმოოს ამავე კანონით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაცია და შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ჩანაწერი. ეს დოკუმენტაცია და ჩანაწერები ნებისმიერ გონივრულ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსთვის. ამ კანონით გათვალისწინებული შესანახი დოკუმენტების მიზანმიმართული დამალვა, განადგურება, წაშლა, მნიშვნელოვნად დაზიანება ან გაყალბება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა უკანონო ქმედებად ითვლება.