Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 66 მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა. 1. მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას, − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ მეზღვაურის სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი საწვრთნელი კურსის აღიარების გარეშე ან ასეთი აღიარების მოქმედების შეჩერების პერიოდში ჩატარება − გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. 5. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ, − |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 66 გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო მოწმობის გარეშე ან/და ისეთი სამედიცინო მოწმობით საქმიანობა, რომლის მოქმედების ვადა გასულია, − გამოიწვევს მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. |