Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 74 სამართლებრივი დაცვა. 1. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 2. პროკურატურის თანამშრომელი სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა. 3. პროკურატურის თანამშრომლისათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. პროკურატურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად. 5. პროკურატურის თანამშრომელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები. |
პროკურატურის შესახებ article 74 6. გენერალური პროკურორი განსაზღვრავს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესს, ასევე პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხას, რომელთაც უფლება აქვთ, შეინახონ და ატარონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. 7. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი მიანიჭოს პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს და მიანიჭოს მას ტარების უფლება. |