Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ article 10 გადამხდელი სააგენტო. 1. ამ კანონით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების სქემების განხორციელებისა და კონტროლის ფუნქციას ასრულებს გადამხდელი სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. 2. გადამხდელი სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დაფინანსების განაცხადების ვერიფიკაციის, შეფასებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების ავტორიზაციის ოპერაციულ მართვას; ბ) უზრუნველყოფს მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, ფინანსურ აღრიცხვასა და კონტროლს; გ) დადგენილი წესით ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარების ინსპექტირებას; დ) სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ქმნის და ავითარებს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზებს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას; ე) ახორციელებს მხარდამჭერი ღონისძიებების შედეგების ინდიკატორებით შეფასებული პროგრესის მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას მმართველ ორგანოს წარუდგენს; ვ) ადგილობრივ დონეზე ფერმერებს/მეწარმეებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას და ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას; |
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ article 10 ზ) ანგარიშვალდებულია მმართველი ორგანოს წინაშე. ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების წესს ადგენს მმართველი ორგანო; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. |