FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

article  3

უფლების ჩამორთმევა.
1. სასამართლო უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი უფლება:
    ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
    ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

article  3

გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 143-2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;
    დ) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;
    ე) საექიმო საქმიანობის უფლება;
    ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
    ზ) პასიური საარჩევნო უფლება;
    თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
    ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;
    კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და  დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.
2. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს სავალდებულო წესით ჩამოართმევს მსჯავრდებულს,  თუ  მან  საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსის  137-ე−139-ე, 141-ე და 255-1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

article  3

3. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას არ ჩამოართმევს პირს, რომელსაც დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით განუსაზღვრავს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას.
4. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია არ გავრცელდეს პირის მიერ ოჯახის წევრების (დედა, მამა, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები) გადაყვანაზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (გარდა ბავშვთა გასართობ ცენტრში ყოფნის უფლებისა) ჩამორთმევა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ზოგად განათლებას იღებს, და იმ პირზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში მდებარეობს.
6. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა:
    ა) ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთ წლამდე ვადით;
    ბ) მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან ათ წლამდე ვადით;
    გ) განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

article  3

7. სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი, ამ დანაშაულის ჩადენის ვითარებასა და ხერხს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთდამოკიდებულებასა და სხვა გარემოებებს.
8. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ მიეთითება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
9. სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების, აგრეთვე მისთვის შესაბამისი უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს.
10. სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტს.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

article  3

11. სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია.
12. სასამართლო პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უფლებაჩამორთმეული პირის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელში საქმიანობის უფლებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

article  3

13. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სამინისტროს.