Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 4 ტერმინთა განმარტება. 1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; გ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; |
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 4 გ-1) თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა; დ) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას; ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა; ვ) საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის; |
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 4 ლ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით; მ) ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას; ნ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ო) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „გარემო“ და „მდგრადი განვითარება“ აქვს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. |
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 4 ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს; თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში; ი) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; კ) ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით; |