Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 13 დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა. 1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა საქართველოს განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება როგორც ტერიტორიული დადეგმარების (ლანდშაფტის დაგეგმარების) სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა (ეროვნული, რეგიონული) საფეხურს, ასევე, დარგობრივი დაგეგმვის (ბუნების დაცვა, გარემოს შენარჩუნება, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, რეკრეცია, სატყეო მეურნეობა, სანადირო მეურნეობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა და სხვა) მრავალ პროგრამას. 2. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა განსაზღვრავს გეგმარებით რეგიონებს, დასაცავ ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ კომპლექსებსა და ობიექტებს, ადგენს დაცული ტერიტორიების რეკომენდებულ კატეგორიებს, საზღვრებს, ზონებს, აკრძალვასა და დაშვებულ საქმიანობას, აყალიბებს დაცული ტერიტორიების დაარსების პრიორიტეტებსა და ეტაპებს. |
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 13 3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო. |