Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 37 არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების ოქმი. 1. არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი. 2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი დაერთვის ოქმს. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე. 3. თუ გემის კაპიტანი ხელს არ აწერს ოქმს, მასში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. |