Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ article 8 1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები, მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით. 2. თუ პირი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარდგენილი ბრალდების მხოლოდ გარკვეულ ნაწილში, მას აღუდგება მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც დარღვეული იყო პოლიტიკურ ბრალდებასთან დაკავშირებით. 3. რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით. |