FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  675

გამგზავნის პასუხისმგებლობა.
1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი:
    ა) 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები;
    ბ) 674-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მონაცემები;
    გ) ყველა სხვა მონაცემი ან გამგზავნის მითითებები ზედნადების შესადგენად ან მასში შესატანად.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში ჩაწერს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით მოქმედებდა.
3. თუ ზედნადები არ შეიცავს 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც ტვირთზე უფლების მქონეს წარმოეშობა ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამო.