FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგოეფექტურობის შესახებ

article  25

ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
1. ენერგიის მცირე მომხმარებლების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მიერ ენერგიის ეფექტური მოხმარების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იღებს შესაბამის ზომებს ან/და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოსაზრებებს:
    ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: ა.ა) დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის თაობაზე; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე; ა.გ) არაანაზღაურებადი ტექნიკური და ფინანსური დახმარების თაობაზე;
    ბ) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით − ცნობიერების ამაღლების თაობაზე;
    გ) საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვის თაობაზე;
    დ) სამუშაო ადგილებზე ენერგიის მოხმარებაში ქცევითი ცვლილების წახალისების თაობაზე;
    ე) საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, ენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციების, მიერ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების წახალისების თაობაზე.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ხელმისაწვდომი მექანიზმების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  25

3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს ან ენერგიის მიმწოდებლებს მოსთხოვოს, ჩაერთონ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების გავრცელებისა და ქცევითი ცვლილების ხელშემწყობ ღონისძიებებში, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდოს ენერგიის მოხმარების ეფექტურობა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ან ენერგიის მიმწოდებლები, თავის მხრივ, ვალდებული არიან შეასრულონ კომისიის მოთხოვნა/მითითებები.