Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 35 მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები. 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყონ: ა) ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ბ) კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებების პროგრამების/პროექტების შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების ყველა ეტაპზე; გ) თავიანთ დაქვემდებარებაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავალდებულო ხელმისაწვდომობა. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან: |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 35 ა) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები როგორც ორგანიზაციის წევრთა, ისე მმართველი/გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წევრთა უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სათანადო ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვასა და განვითარებას. |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 35 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები (რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად არ არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები) არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. |