Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 74 დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა. 1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს დროებითი კომისიის წევრთაგან, დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს დროებითი კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს. 3. დროებით კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია. 5. დროებითმა კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს. |