FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

article  24

ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში. რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
    ა) რადიაციული ინციდენტისა და რადიაციული ავარიის შემთხვევებში საობიექტო რადიაციული ავარიის გეგმის თანახმად შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს;
    ბ) რადიაციული ავარიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;
    გ) შეარბილოს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შედეგები და მიიღოს ზომები მისი მავნე ზემოქმედებისაგან მუშაკთა და სხვა პირების დასაცავად;
    დ) უზრუნველყოს მუშაკთა დასხივებისა და რადიონუკლიდების გარემოში გავრცელების მონიტორინგის განხორციელება;
    ე) შეზღუდოს და გააკონტროლოს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე მუშაკთა დასხივება;
    ვ) რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის თავიდან აცილების და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.