FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  6

ოფიციალური ჩანაწერების საჯარო მონიტორინგის განხორციელება, ჩანაწერებისა და ინფორმაციის გადაცემა.
1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა მუდმივად უნდა შეინახოს ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული უცხოური პრინციპალის აგენტის ყველა რეგისტრაციის განცხადების თითო ეგზემპლარი. ეს ეგზემპლარები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მონიტორინგის (შემოწმების) განსახორციელებლად ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროს, მის მიერვე დადგენილი რეგულაციების ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტების ასლები უნდა გადაეცეს ყველა განმცხადებელს გონივრული საფასურის გადახდის შემდეგ, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი აწესებს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ამ კანონის თანახმად შეუძლია შეწყვიტოს იმ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებისა და სხვა დოკუმენტების საჯარო მონიტორინგი, რომელიც გათავისუფლდა რეგისტრაციის განცხადების წარდგენის ვალდებულებისგან.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  6

2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რეგისტრაციის განცხადების მიღებისთანავე, აგრეთვე შემდგომ ყოველი რეგისტრაციის განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტების მიღებისთანავე მათი ასლები უნდა გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ისეთი ფორმით გამოსაყენებლად და ისეთი კომენტარების გასაკეთებლად, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო ურთიერთობების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს. ამ კანონის საფუძველზე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აღნიშნული ასლების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადაუცემლობა/გადაცემის შეუძლებლობა არ უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შემზღუდველი ფაქტორი.
3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწოდოს ამ კანონის ადმინისტრირებისას მის მიერ მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეგისტრირებული პირების სახელები, რეგისტრაციის განცხადებების ასლები, მათი ნაწილები ან სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც განისაზღვრება ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
4. რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შემცველი საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  6

ა) არსებობდეს საზოგადოებისთვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი, ძებნის, დახარისხებისა და გადმოწერის ფუნქციების მქონე, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გამართული, უფასო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას, რომლის მოძებნა, დალაგება და დახარისხება შესაძლებელია სულ მცირე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების კატეგორიების მიხედვით;
    ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულად წარდგენილი თითოეული რეგისტრაციის განცხადება და განახლება საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტით, წარდგენის შემდეგ გონივრულ ვადაში.